აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა - რას აცხადებენ ქართველი პოლიტიკოსები - Palitra News

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა - რას აცხადებენ ქართველი პოლიტიკოსები

2025-05-06 12:14:29+04:00

349 მხარდამჭერი, 42 წინააღმდეგი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. დოკუმენტის განხილვისას, მომხსენებლებმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ უკუსვლად შეაფასეს და ქვეყნის ევროინტეგრაციისადმი სწრაფვას მხარდაჭერა გამოუცხადეს. კონგრესმენების თქმით, ,,მეგობარი აქტი’’ ერთგვარი პასუხია იმ ნაბიჯებზე, რომელსაც ,,ქართული ოცნება’’ დგამს. წარმომადგენელთა პალატაში დოკუმენტის მიმართ კრიტიკული შეფასებებიც გაჟღერდა. მოწინააღმდეგების ნაწილი თვლის, რომ კანონპროექტი ეროვნული უსაფრთხოების მიმართ არასწორი მიდგომაა და სანქციების რეჟიმის ეფექტურობას ასუსტებს.