უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელებისთვის დახმარების ცენტრებს ხსნის, – ჩეხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაბამისი ეროვნული ერთიანობის ცენტრები გაიხსნება ყველა იმ ქვეყანაში ქვეყანაში, სადაც უკრაინის მოქალაქეები იმყოფებიან. დაწესებულებაში შესაძლებელი იქნება საინფორმაციო-საკონსულტაციო დახმარების, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული მომსახურებების მიღება. ცენტრი უკრაინის მოქალაქეების სამუშაოს ძიებაშიც დაეხმარება. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ერთობლივი დეკლარაციები უკვე გაფორმებულია ესპანეთთან, გერმანიასა და საფრანგეთთან.