აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან შეხვედრებს განაგრძობს. მთავრობის თავმჯდომარემ მორიგი შეხვედრა ქუთაისში, სამედიცინო ცენტრ „დიომედი +“-ში გამართა, სადაც დაწესებულების პერსონალს შეხვდა და პოლიკლინიკების რებრენდინგისა და სამომავლო განვითარების შესახებ გეგმები გააცნო. ღონისძიების ფარგლებში, ლევან მგალობლიშვილმა კლინიკის ღვაწლმოსილი ექიმი ნინო ქასრაშვილი, მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელით დააჯილდოვა.