უწყვეტი პროტესტის 159-ე დღეს დედაქალაქის მთავარი გამზირი კვლავ გადაიკეტა. აქციის მონაწილეების მოთხოვნებს - გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, ახალი მოთხოვნა- მთავრობის გადადგომა ემატება. პროტესტს საკანონმდებლო ორგანოსთან საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეების მარში შეუერთდა. აქციის მონაწილეების სურვილია დასავლელ პარტნიორებს ქართველი ხალხის ხმა გააგონონ.