"ქართული ოცნების" ახალი თავმჯდომარე შერჩეულია - კანდიდატს, რომლის ვინაობასაც მმართველი პარტია ჯერ საიდუმლოდ ტოვებს, ყრილობა 7 მაისს აირჩევს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კონსულტაციების შემდეგ გუნდურად მიიღეს. ამის საპასუხოდ, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მათთვის „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე გადაადგილება საინტეტესო არაა.