პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების პარალელურად, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის გამოკითხვას ითხოვენ. შესაბამისი წერილი, წულუკიანის სახელზე, ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატმა პარლამენტში უკვე შეიტანა. მისი განცხადებით, თეა წულუკიანსა და კომისიის წევრებს, მოუწევთ სასამართლოსთვის განმარტების მიცემა, ყველა იმ განცხადებასა თუ ქმედებაზე, რომელსაც საგამოძიებო კომისიაზე ჰქონდა ადგილი. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებაზე პასუხისთვის თეა წულუკიანს 3-დღიანი ვადა აქვს.