მკვლელობა სადგურის მოედანზე - მოკლულია ახალაგზრდა კაცი, რომელსაც ჭრილობები ყელის არეში აქვს მიყენებული - Palitra News

მკვლელობა სადგურის მოედანზე - მოკლულია ახალაგზრდა კაცი, რომელსაც ჭრილობები ყელის არეში აქვს მიყენებული

2025-05-05 20:49:00+04:00

მკვლელობა სადგურის მოედანზე - მოკლულია ახალაგზრდა კაცი, რომელსაც ჭრილობები ყელის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯგუფი და ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ, ხოლო გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. ამ დროისთვის, მკვლელობის მოტივი და გარდაცვლილის ვინაობა უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.