უწყვეტი პროტესტის 158-ე დღეს დედაქალაქის მთავარი გამზირი კვლავ გადაიკეტა. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია - გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები და ჩაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. პროტესტს საკანონმდებლო ორგანოსთან საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეების მარში შეუერთდა. დემონსტრანტები უწყვეტი პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ მათი მთავარი მიზანია, დასავლელ პარტნიორებს ქართველი ხალხის ხმა გააგონონ.