აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატა “მეგობარი აქტის” განსახილველად ემზადება - რა მოლოდინებია ოპოზიციაში - Palitra News

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატა “მეგობარი აქტის” განსახილველად ემზადება - რა მოლოდინებია ოპოზიციაში

2025-05-05 09:30:56+04:00

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატა “მეგობარი აქტის” განსახილველად ემზადება. ოპოზიციაში იმედი აქვთ, რომ კონგრესმენები ორპარტიულ დოკუმენტს მხარს დაუჭერენ. მათი თქმით, “მეგობარი აქტი” ქართველი ხალხის მხარდამჭერი დოკუმენტია, რომელიც იმ მოთხოვნებს იმეორებს, რასაც მოქალაქეები პროტესტის ფარგლებში აჟღერებენ. “მეგობარი აქტი” აშშ-ს მხრიდან “ქართული ოცნების” წევრებისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.