ოკუპანტი ქვეყნის მორიგი შეტევა უკრაინას - ომში მყოფი ქვეყნის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 2 ბალისტიკური რაკეტა და სხვადასხვა ტიპის 183 დრონი გაუშვეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 77 რუსული დრონი ჩამოაგდეს. რუსული ძალების მიერ გაშვებული 73 დრონი უარყოფითი შედეგების გარეშე ლოკაციურად დაიკარგა. თავდასხმის შედეგად 4 ოლქი დაზარალდა.