უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი მუქარით ეხმაურება - მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა 9 მაისს მოსკოვზე იერიშს განახორციელებს, არავინ იძლევა გარანტიას, რომ 10 მაისს კიევი გადარჩება. 72-საათიანი ცეცხლის შეწყვეტა 8 მაისს დაიწყება, 9 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინი რამდენიმე ლიდერს მოსკოვში უმასპინძლებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აგრესორი ქვეყანა ცეცხლს 11 აპრილს კვლავ გახსნის. აღლუმზე დამსწრე ლიდერებს შორის ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინიც იქნება.