აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა და ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილება ლიდერებს, რომლებიც 9 მაისს რუსეთის აღლუმზე დასწრებას გეგმავენ - Palitra News

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა და ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილება ლიდერებს, რომლებიც 9 მაისს რუსეთის აღლუმზე დასწრებას გეგმავენ

2025-05-03 20:55:26+04:00

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა და ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილება ლიდერებს, რომლებიც 9 მაისს რუსეთის აღლუმზე დასწრებას გეგმავენ - ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, დონალდ ტრამპთან პირისპირ საუბარი ამ დრომდე ჩატარებულ მოლაპარაკებებს შორის ყველაზე კონსტრუქციული და შედეგიანი იყო. ზელენსკიმ განმარტა, რომ ტრამპთან რუსეთის სანქცირების საკითხი ჯერ კიდევ პაპის დაკრძალვაზე შემდგარი საუბრისას წამოაყენა. 9 მაისს რუსეთში დაგეგმილ აღლუმთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება უკვე გაავრცელა და აღნიშნა, რომ აღლუმზე დამსწრე ლიდერებს უკრაინა მშვიდობის გარანტიას ვერ მისცემს.