საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაურესებული მედიაგარემოს შესახებ საუბრობს - Palitra News

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაურესებული მედიაგარემოს შესახებ საუბრობს

2025-05-03 20:45:06+04:00

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაურესებული მედიაგარემოს შესახებ საუბრობს. პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებულ განცხადებაში ქარტია იმ ტენდენციებზე წერს, რომელიც მათი შეფასებით, მედია სივრცეს განსაკუთრებით აზიანებს. მათ შორისაა, ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ქართულმა ოცნებამ მედიასთან დაკავშირებით მიიღო. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ამ კანონების გაუქმების მოწოდებით გამოდის.