რუსეთის მორიგი შეტევა უკრაინას - უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქ ხარკოვზე დრონების გამოყენებით მასიური შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც 47 ადამიანი დაშავდა. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოებში 8 ადამიანი რჩება. თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ავტომობილები დაზიანდა.