რომელ ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ, გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში? საია-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ამ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართეს, თუმცა პასუხი ახლაც არ მიუღიათ. რა ვარაუდები არსებობს აღნიშნულ საკითხზე და როგორ იხსენებენ მოვლენებს აქციის მონაწილეები?