დონალდ ტრამპი - უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომი საშინელებაა - Palitra News

დონალდ ტრამპი - უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომი საშინელებაა

2025-05-02 09:36:16+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომი საშინელებაა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება. ვენსის თქმით, ახლა ყველაფერი რუსებსა და უკრაინელებზეა დამოკიდებული. მისივე განმარტებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა მათ ხელშია. ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ტემი ბრიუსი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი მზადაა, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს. ბრიუსის განმარტებით, მეორადი სანქციების დაწესების იდეა დონალდ ტრამპმა წარადგინა.