ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, დღის წესრიგის საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მეთორმეტე გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო ვალდებულებებს მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას არღვევს. გადაწყვეტილება საბჭომ 2025 წლის 30 აპრილს მიიღო.