ავიამიმოსვლას თავდაცვის ყოფილი მინისტრი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის განახლებულ ავიამიმოსვლაზე - რუსეთის მორიგი უკანონო ქმედება - Palitra News

ავიამიმოსვლას თავდაცვის ყოფილი მინისტრი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის განახლებულ ავიამიმოსვლაზე - რუსეთის მორიგი უკანონო ქმედება

2025-05-02 09:30:14+04:00

რუსეთის მორიგი უკანონო ქმედება - ასე აფასებს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის განახლებულ ავიამიმოსვლას თავდაცვის ყოფილი მინისტრი. ხელისუფლების ოპონენტები და ექსპერტები მმართველი გუნდის უმოქმედობაზეც მიუთითებენ. მათი განცხადებით ოკუპანტი ქვეყანა ანექსიას განაგრძობს. ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის დაწყების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს. უწყება რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს, რომელიც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციისა და ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უკავშირდება.