აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა და შტატების კონგრესში დაგეგმილი განხილვა - ამ თემას აქტიურად განიხილავენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ოპოზიციური პარტიები ყურადღებას „მეგობარი აქტის“ მნიშვნელობაზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ ამ დოკუმენტის მიღება ქართველი ხალხის მხარდასაჭერად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლება კონგრესში დაგეგმილ განხილვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს.