პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი კვლავ პატიმრობში რჩებიან. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. დაცვის მხარემ დღევანდელ სხდომაზე შესავალი სიტყვა წარმოთქვა. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულთათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა და ის ძალაში დარჩა. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულთა ნაწილმა დღეს სიტყვითაც ისარგებლა. რა ჰქონდათ სათქმელი დაკავებულებს, ვინ იყო მათი მიმართის ძირითადი ადრესატი?