იერუსალიმის შემოგარენში, სადაც მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან, სულ მცირე, 18 ადამიანი დაშავდა - Palitra News

იერუსალიმის შემოგარენში, სადაც მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან, სულ მცირე, 18 ადამიანი დაშავდა

2025-05-01 15:52:26+04:00

იერუსალიმის შემოგარენში, სადაც მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან, სულ მცირე, 18 ადამიანი დაშავდა, – დაშავებულთა შორის ორი ორსული და ორი ჩვილია, ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთა უმეტესობას დამწვრობა აღენიშნება. იერუსალიმის სახანძრო და სამაშველო სამსახურის უფროსის განცხადებით, ეს, შესაძლოა, ისრაელის ისტორიაში უდიდესი ტყის ხანძარი იყოს და მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობამდე ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დახმარება დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, შვედეთის, არგენტინის, ესპანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს სთხოვა.