აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა - Palitra News

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

2025-05-01 15:52:02+04:00

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა, – უცხოური მედიის ცნობით, აშშ-მა ის ორგანიზაციები დაასანქცირა, რომლებიც ირანული ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით უკანონოდ ვაჭრობდნენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით , სანქციები დაუწესდა შვიდ ორგანიზაციას, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთსა და ირანში არიან განთავსებულები. აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი რომში, სამ მაისს გაიმართება.