შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოაწერეს. - კიევი და ვაშინგტონი უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდს შექმნიან, რომელიც ქვეყანაში გლობალურ ინვესტიციებს მოიზიდავს. შეთანხმების ძირითადი დებულებების თანახმად: წიაღისეული უკრაინის საკუთრებაში რჩება. დოკუმენტი ასევე აშშ-სა და უკრაინას შორის თანაბარ პარტნიორობას ითვალისწინებს. ამავე დროს მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მზადდება უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის.