ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო - Palitra News

ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო

2025-05-01 15:40:11+04:00

სადგურის მოედანზე არსებულ „ბორჯომის ბაზრობაზე“, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. დაპირისპირება ბაზრობაზე დასაქმებულებსა და პოლიციას შორის მოხდა. დასაქმებული პირები ტერიტორიაზე, სადაც სასაწყობე ფართებს ფლობდნენ, ხანძარს გადარჩენილი სავაჭრო საქონლის გამოტანას ითხოვდნენ. ადგილზე მყოფმა პოლიციამ კი მოვაჭრეებს ამის საშუალება მათ არ მისცა. ბაზრობაზე დასაქმებულები ეჭვობენ, რომ გადარჩენილი სავაჭრო საქონელი მოპარულია.