სასამართლომ „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა - განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა - Palitra News

სასამართლომ „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა - განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა

2025-05-01 15:42:34+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. შსს ორივესთვის პატიმრობას ითხოვდა.

განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. მანდატურის თანამშრომლებმა რამდენიმე პირი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციელი მირიან ქავთარაძე, სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესზე დაზარალებული-მოწმის სტატუსით გამოიკითხა და სასამართლო შენობას ტოვებდა.