სოციალური პასუხიმგებლობა და ბიზნეს სექტორის ჩართულობა ქველმოქმედებაში- იანდექს.გო - Palitra News

სოციალური პასუხიმგებლობა და ბიზნეს სექტორის ჩართულობა ქველმოქმედებაში- იანდექს.გო

2025-05-01 13:54:23+04:00

Yandex Go-ს მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ბავშვთა ჰოსპის „ციცინათელების ქვეყნის“ ფუნქციონირებაში. კომპანია, რომელიც ტაქსით მგზავრობისა და საკვების შეკვეთის დროს კლიენტების მიერ გადახდილი თანხის ნაწილს ქველმოქმედებას ახმარს, ჰოსპისს დაეხმარა მნიშვნელოვანი თანხის შეგროვებაში. გასული წლის ნოემბერში Yandex-მა ყოველ 10 კმ-ის ტაქსით გავლის შემდეგ 10 თეთრი გადარიცხა ქველმოქმედებისთვის, ხოლო ყოველ პარასკევს საკვების შეკვეთისას 5-ლარიდან 20 თეთრს წირავდა ჰოსპისს. ამ ინიციატივის შედეგად, ჰოსპისს Yandex-სგან საერთო ჯამში 46 900 ლარი ჩაერიცხა. „ჩვენთვის ხელმისაწვდომია მგზავრობის ვაუჩერები, რომელიც ეხმარება ჩვენს ექთნებს უფრო მეტ მისამართზე მივიდნენ და მეტ ბენეფიციარს გაუწიონ მომსახურება. ჩვენ მხოლოდ ერთი ავტომობილი გვყავს და შესაბამისად, რომ არა Yandex Go-ს მიერ გაწეული დახმარება, ექთნების რამდენიმე მისამართზე გადაადგილება წარმოუდგენელი იქნებოდა. მათი მხარდაჭერა უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფუნქციონირებისათვის“, – აღნიშნავს ჰოსპისის დირექტორი ირაკლი ვეცკო. „ციცინათელების ქვეყანა“ – ეს არის ბავშვთა ჰოსპისი, რომელიც ოჯახური გარემოს შექმნის გზით ცდილობს მძიმე, ქრონიკული, უკურნებელი და ან სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი დაავადებების მქონე ბავშვების ტანჯვის შემსუბუქებას. ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“ ოჯახური გარემოს შექმნით, ზრუნავს მძიმე, ქრონიკული, უკურნებელი და ან სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი დაავადების მქონე, 0-18 წლამდე ბავშვების მდგომარეობის და ტანჯვის შემსუბუქებაზე, კეთილდღეობაზე და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ჩვენ ვზრუნავთ, როგორც ბავშვებზე, ასევე მათი ოჯახის წევრებზე, აქ ფსიქოლოგიურ დახმარებას ვგულისხმობ. დღეის მდგომარეობით ჰოსპისი 175 ბავშვზე ზრუნავს“, – ამბობს ირაკლი ვეცკო. ჰოსპისი სრულიად უფასოდ ემსახურება თავის ბენეფიციარებს, ხოლო მისი ოპერირების მთავარ რესურსს წარმოადგენს კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობისა და მათ შემოწირულობების ფორმით მიღებული დახმარება. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მფარველი კომპანიის სახით გამოჩნდება Yandex Georgia, რომელიც უკვე მრავალი წელი ეხმარება ჰოსპისს სხვადასხვა მექანიზმებით, როგორც საკეთილდღეო სერვისებში, ისე მატერიალურად. „2017 წლის 17 იანვარს პირველი ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა" გაიხსნა და ის რამდენიმე მიმართულებით მუშაობს: უპირველეს ყოვლისა, ჰოსპისი ახორციელებს სტაციონარულ დახმარებას, უზრუნველყოფს ბავშვების საჭირო სამედიცინო დახმარებას საავადმყოფოს პირობებში. გარდა ამისა, ფუნქციონირებს დღის ცენტრი, სადაც ბავშვებს შეუძლიათ დღის განმავლობაში დარჩნენ და ყველა საჭირო სერვისით ისარგებლონ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სახლში მოვლა – ჩვენი ექთნები მკურნალობენ ბავშვებს სახლში წინასწარ დადგენილი გრაფიკის მიხედვით. ასევე ჰოსპისს აქვს სოციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც თითოეულ ბავშვს შეუძლია წელიწადში 24 დღე გაატაროს ჰოსპისში. ჩვენ ამ დროს ვიყენებთ მშობლების მხარდასაჭერად, რათა მივცეთ მათ საშუალება, გააკეთონ საკუთარი საქმეები და იცოდნენ, რომ მათი შვილები კარგ ხელში არიან. თბილისის ბავშვთა ჰოსპისი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს როგორც ფუნქციონალურ, ისე არქიტექტურულ დიზაინში“, – განმარტავს ირაკლი ვეცკო. როგორც ვეცკო აღნიშნავს, სწორედ კომერციული კომპანიები ეხმარებიან ახალი დახმარების ფორმატების შემუშავებაში და მათ აუდიტორიას რეგულარულ დახმარებაში ჩართვაში. Yandex-მა თავის მხრიდან განახორციელა ინიციატივები, რომლებიც უშუალოდ ფინანსურ დახმარებას უკავშირდება. „2017 წლის შემდეგ ჰოსპისს ასობით დონორი გამოუჩნდა რიგითი მოქალაქეებისა და ბიზნეს-კომპანიების სახით. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ კომერციული კომპანიები ეხმარებიან დახმარების ახალი ფორმატების შემუშავებას და ამით რეგულარული დახმარების პოპულარიზაციას თავიანთ აუდიტორიაში. როგორც Yandex Georgia ეხმარება სხვადასხვა მექანიზმებით საკუთარი სერვისების გამოყენებით“– ამბობს ვეცკო. მიუხედავად იმისა, რომ „ციცინათელების ქვეყანა“ უკვე მუშაობს ბავშვების დასახმარებლად, ჰოსპისის გუნდი აცხადებს, რომ ერთ-ერთი მთავარი გეგმა რეგიონებში გაფართოებაა, რათა კიდევ უფრო მეტ ბავშვს დაეხმარონ, რომელიც ამჟამად არ იღებს შესაბამის დახმარებას. „ჩვენი სურვილია ძალიან მალე რეგიონებშიც გავიდეთ და იქ მყოფ ბავშვებს გავუწიოთ დახმარება“, – ამბობს ირაკლი ვეცკო. ცნობისთვის, ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობის იდეა 2013 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ გაჩნდა. მაშინ კვლევამ აჩვენა, რომ ყოველწლიურად პალიატიური დახმარება 18 წლამდე ასაკის 839 ბავშვს სჭირდებოდა.