ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით - Palitra News

ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

2025-05-01 13:50:12+04:00

ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით. მიზეზი შეიძლება მევრი იყოს, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები, რა დროსაც დატვირთვა უფრო სხვა სახის ჯარიმების გამოწერაზე გაიზარდა, დამთავრებული იმით, რომ ბოლოს და ბოლოს მძღოლებმაც გადაწყვიტეს არასწორი პარკირების გამო ბიუეტი აღარ გაემდიდრებინათ. მოკლედ, ასეა თუ ისე, ამ წლის იანვარ-მარტში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, თბილისში პარკირების ჯარიმები 56%-ით არის შემცირებული.

ასე მაგალითად, 2024 წლის იანვარ-მარტში თუ ბიუჯეტში არასწორი პარკირების გამო 4 400 000 ლარზე მეტი შევიდა, ამ წლის 3 თვეში არასწორი პარკირებისთვის მხოლოდ 1 932 071 ლარის ჯარიმა დაიწერა.

ამასთან, შემცირებულია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. მაგალითად შარშან სამ თვეში თუ საგზაო მოძრაობის დარღვევისთვის 52 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა გამოიწერა, წელს ამავე პერიოდში დაახლოებით 38 მილიონი ლარის ჯარიმა იქნა გამოწერილი.