მშენებლობის ნებართვები სემცირდა, სამაგიეროდ ასაშენებელი ფართობი გაიზარდა და სამშენებლო სამუშაოების ყვეელაზე დიდი წილი ისევ თბილისზე მოდის. ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 358 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4 პროცენტით ნაკლებია. თუმცა გაზრდილია ფართობის მოცულობა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.9 პროცენტით მეტი და ჯამში 2 591 000 კვ.მ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, სამშენებლო ნებართვების 75.5 პროცენტი ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. თბილისი ისევ ლიდერობს 47.4 პროცენტით, დანარჩენ პოზიციებს კი ქვემო ქართლის რეგიონი, მცხეთა-მთიანეთი და კახეთი ინაწილებენ. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.