იანვარ-მარტში ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩვენს ქვეყანას ისევ რუსეთიდან ეწვია - Palitra News

იანვარ-მარტში ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩვენს ქვეყანას ისევ რუსეთიდან ეწვია

2025-05-01 13:49:05+04:00

იანვარ-მარტში ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩვენს ქვეყანას ისევ რუსეთიდან ეწვია. ოფიციალური სტატისტიკით, ამ წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების მილიონ 300 ათასი შემოსვლა, რაც დაახლოებით 1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საქატატის ცნობით, პირველ კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 187 ათასზე მეტი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 16.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13%-იანი წილით