საქართველოში შემოტანილი დაახლოებით 30 ტონა თურქული პომიდორი უკან გააბრუნეს - Palitra News

საქართველოში შემოტანილი დაახლოებით 30 ტონა თურქული პომიდორი უკან გააბრუნეს

2025-05-01 13:47:29+04:00

საქართველოში შემოტანილი დაახლოებით 30 ტონა თურქული პომიდორი უკან გააბრუნეს. სასაზღვრო კონტროლის დროს, თუქრულ პომიდორზე ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერების კვალი გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „სარფში“, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი პომიდორის 2 სასაქონლო პარტია შემოვიდა, რომლის საერთო წონა 32 ათას კილოგრამს აჭარბებდა. სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, საქონლის ინსპექტირებისას, პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმისთვის დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა. შესაბამისად, იმპორტირებული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში იმპორტირებული პომიდვრის 96% სწორედ თურქეთზე მოდის. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონცემებით, წელს იანვარ-მარტში საქართველში ჯამში 7 500 ტონაზე მეტი პომიდორი შემოვიდა, აქედან 7 224 ტონა თურქეთიდან. როგორც ირკვევა თურქეთის გარდა პომიდორი ქვეყანაში ასევე შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან, ირანიდან, ესპანეთიდან და ნიდერლანდებიდან.