ინდოეთმა პაკისტანისთვის საჰაერო სივრცე სრულად დახურა - Palitra News

ინდოეთმა პაკისტანისთვის საჰაერო სივრცე სრულად დახურა

2025-05-01 12:38:33+04:00

ინდოეთმა პაკისტანისთვის საჰაერო სივრცე სრულად დახურა. - აღნიშნული რეგულაცია ინდოეთის ხელისუფლების საპასუხო ქმედებაა 22 აპრილს ქაშმირში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე, რა დროსაც 26 ტურისტი მათ შორის, ინდოეთის მოქალაქეები დაიღუპნენ. შეზღუდვები 23 მაისამდე იმოქმედებს. ოფიციალურმა დელიმ პაკისტანელებისთვის ვიზები უკვე გააუქმა და მოქალაქეებს პაკისტანის დატოვებისკენ მოუწოდა. საპასუხოდ, პაკისტანმა ინდოეთის ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცე დახურა და ორმხრივი ვაჭრობა შეაჩერა.