30 წლის შემდეგ პირველად, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები იწყება - Palitra News

30 წლის შემდეგ პირველად, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები იწყება

2025-05-01 12:33:18+04:00

30 წლის შემდეგ პირველად, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები იწყება. რუსული მედიის ინფორმაციით, პირველ რეისი „ვნუკოვო - სოხუმის“ მარშრუტზე შესრულდება. პირველი რეისი 3 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა გაზრდილი მოთხოვნის გამო, ავიაკომპანიამ 1-ელ მაისს დამატებითი რეისის შესრულება გადაწყვიტა. სოხუმის მიმართულებით ავიარეისებს განახორციელებენ Ifly-ის ავიახაზები მოსკოვიდან და NordStar-ი მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის განცხადებით, დაგეგმილი ავიარეისი უკანონოა.