პროტესტის 154-ე დღე რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ ისევ შეიკრიბნენ - Palitra News

პროტესტის 154-ე დღე რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ ისევ შეიკრიბნენ

2025-05-01 12:32:33+04:00

პროტესტის 154-ე დღე რუსთაველის გამზირზე. მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ ისევ შეიკრიბნენ. დემონსტრანტები ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციას საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეების მარშიც შეუერთდა. ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმად, ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოიხსნა.