ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოფიციალური ვიზიტით ევროპის სახალხო პარტიის კონგრესს დაესწო. კონგრესის ფარგლებში პარტიის თავმჯდომარემ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. საუბარი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შეეხო. თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველო სრული ავტორიტარიზმის დამყარებისა და კრახის ზღვარზეა. ბოკუჩავამ ყურადღება გაამახვილა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების აუცილებლობაზე და საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე.