,,MEGOBARI აქტი“ მომდევნო კვირაში საბოლოო კენჭისყრისთვის აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატას წარედგინება. ინფორმაციას, რადიო თავისუფლება ჟურნალისტ ალექს რაუფოგლუზე დაყრდნობით ავრცელებს. “MEGOBARI აქტს“ მიმდინარე წლის 27 მარტს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. დოკუმენტი მრავალპუნქტიანია. ჩანაწერებს შორისაა, ქართული ოცნების წარმომადგენლების დასანქცირების მოწოდებაც. ვიდრე, დოკუმენტი კონგრესს წარედგინება, მანამდე კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ჯო უილსონი საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის შესახებ, მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს.