„ევროპის სახალხო პარტიამ“ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო - Palitra News

„ევროპის სახალხო პარტიამ“ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

2025-05-01 12:30:16+04:00

ახალი საპარლამენტო არჩევნები, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება და ქართული ოცნების წარმომადგენლების დასანქცირება - ამ გზავნილებით, „ევროპის სახალხო პარტიამ“ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის შინაარსს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური მხარეები აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ პარტნიორების მხრიდან მმართველი გუნდის მიმართ ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება და ანტიდასავლური პოლიტიკის გამო ყველა პასუხისმგებელი პირი დასანქცირდება.