"ილონ მასკი" ამერიკელი მწერალის, ჟურნალისტის და ბიოგრაფის, ვოლტერ აიზექსონის მიერ დაწერილი ელონ მასკის ოფიციალური ბიოგრაფიული წიგნია , რომელიც 2023 წელს გამომცემლობა Simon & Schuster-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.წიგნი ასახულია ილონ მასკის ცხოვრება ბავშვობიდან დღემდე. მისი ბავშვობის ტანჯვა და მამის გავლენა მის ხასიათზე. ამერიკაში გადასვლა , პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლა და ტექნოლოგიურ სამყაროში მისი პირველი ნაბიჯები. მისი ადრეულ კომპანიები , რომლებმაც საფუძველი დაუდო მის კარიერას. SpaceX-ის და Tesla-ს შექმნა: მისი უკომპრომისო ბრძოლა, დაუღალავი შრომა , ინოვაციური მიდგომები და თანმდევი სირთულეები. წიგნში ასევე დიდი ადგილი ეთმობა მის პირად ურთიერთობებს, განსაკუთრებით შვილებთან ურთიერთობას და ემოციურ ბრძოლებს. წიგნში მოყვანილია მასკის ინიციატივები Neuralink-ზე და სხვა სამომავლო პროექტებზე.
ავტორი წიგნში გვიჩვენებს მასკის ორ მხარეს, ერთდროულად შთამბეჭდავ გენიოსსა და ხშირ შემთხვევაში რთულ და არაპროგნოზირებად მენეჯერს.ვოლტერ აიზექსონი დაიბადა 1952 წლის 20 მაისს, ნიუ ორლეანში, ლუიზიანას შტატში. დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი, შემდეგ სწავლა გააგრძელა ოქსფორდის უნივერსიტეტში როდსის სტიპენდიით.
აიზექსონმა კარიერა დაიწყო ჟურნალისტიკაში და მრავალი წელი მუშაობდა ჟურნალ Time-ში, სადაც საბოლოოდ მთავარი რედაქტორი გახდა. შემდეგ კი გახდა CNN-ის ხელმძღვანელი. მოგვიანებით ის ხელმძღვანელობდა ასპენის ინსტიტუტს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პოლიტიკურ და საგანმანათლებლო კვლევით ცენტრს აშშ-ში.
ვოლტერ აიზექსონი განსაკუთრებით ცნობილია ისტორიული და სამეცნიერო ფიგურების ბიოგრაფიებით. მის მიერ დაწერილი ყველაზე ცნობილი წიგნებია "სტივ ჯობსი" ბიოგრაფია, რომელიც თავად ჯობსის თხოვნით დაწერა, დიდი იტალიელი მხატვრისა და გამომგონებლის "ლეონარდო და ვინჩის" ბიოგრაფია. "ბენჯამინ ფრანკლინი: ამერიკელი ცხოვრებაში" , "აინშტაინი: მისი ცხოვრება და სამყარო" და "ელონ მასკი" მისი ერთ-ერთი ბოლო ბესტსელერი, რომელიც ილონ მასკის ცხოვრებასა და საქმიანობას ასახავს და 2 წელზე მეტ ხანს იწერებოდა უშუალოდ მასკთან მუშაობით და მის ახლო გარემოცვასთან ინტერვიუებით.
აიზექსონი ცნობილია თავისი სტილით — ის ბიოგრაფიებში აერთიანებს პერსონაჟის პირად ისტორიას, იმ პერიოდის კულტურულ და სამეცნიერო კონტექსტს და მკაფიოდ აჩვენებს, როგორ უკავშირდებოდა მათი მუშაობა კაცობრიობის განვითარებას. დღემდე ვოლტერ აიზექსონი ხშირად აქვეყნებს სტატიებს და ლექციებს ტექნოლოგიების, ისტორიისა და საზოგადოებრივი განვითარებების თემებზე.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2025 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი