ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი დადგენილების მიხედვით, ადგილობრივი არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტების ზომა იცვლება. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ცესკოს გადაწყვეტილება ერთგვარი თვითაღიარებაა. მათი თქმით, ცენტრალურმა სარჩევნო კომისიამ დაადასტურა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაცული არ იყო. ოპოზიცია ცვლილებებს მიესალმება, თუმცა ფიქრობენ, რომ მთავარი პრობლემა არჩევნებთან მიმართებით ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი უნდობლობაა.