სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხელისუფლების ოპონენტებისთვის აბსურდული და არარეალურია. ბრალდებებს უარყოფენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, პროტესტის მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა არ ყოფილა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის გარდა, ნათქვამია, რომ განიხილებოდა მმართველი ძალის თანამდებობის პირების ლიკვიდაციაც. უწყების მტკიცებით, კონკრეტული ჯგუფების უკან უცხო ქვეყნის დაფინანსებით მოქმედი პოლიტიკური პარტიების ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები იდგნენ.