„MEGOBARI აქტი“ მომდევნო კვირაში საბოლოო კენჭისყრისთვის აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატას წარედგინება - Palitra News

„MEGOBARI აქტი“ მომდევნო კვირაში საბოლოო კენჭისყრისთვის აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატას წარედგინება

2025-05-01 09:14:05+04:00

„MEGOBARI აქტი“ მომდევნო კვირაში საბოლოო კენჭისყრისთვის აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატას წარედგინება. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ჟურნალისტი ალექს რაუფოგლუზე დაყრდნობით ავრცელებს. “MEGOBARI აქტს“ მიმდინარე წლის 27 მარტს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. დოკუმენტი მრავალპუნქტიანია. ჩანაწერებს შორისაა, ქართული ოცნების წარმომადგენლების დასანქცირების მოწოდებაც.