შედგება თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება? რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტის განწყობები კვლავ ოპტიმისტურია. დონალდ ტრამპს სჯერა, რომ რუსეთს ომის შეწყვეტა ნამდვილად სურს. მისი სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცახდებით, პუტინს აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება უნდა. ამავდროულად, ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუსში რუსეთის მიერ ზაფხულში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. მისი განცხადებით, მოსკოვზე წნეხი უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს. კრემლში კი აცხადებენ, რომ კიევს ისეთი წინაპირობები გააჩნია, რომელიც ვლადიმერ პუტინის პოზიციას ეწინააღმდეგება. უფრო ვრცლად, რას ამბობენ საერთაშორისო ლიდერები და როგორია რუსეთის პოზიცია ამ თემაზე?