სტივ უოტკოფი - პუტინი რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გარდაქმნის შესაძლებლობას ხედავს - Palitra News

სტივ უოტკოფი - პუტინი რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გარდაქმნის შესაძლებლობას ხედავს

2025-04-30 15:56:19+04:00

შედგება თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ?! რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, აშშ-ს პრეზიდენტის განწყობები კვლავ ოპტიმისტურია. დონალდ ტრამპს სჯერა, რომ რუსეთს ომის შეწყვეტა სურს. მისი სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის თქმით კი, პუტინს აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუსში დაგეგმილი რუსეთის საზაფხულო სამხედრო წვრთნებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. კრემლში აცხადებენ, რომ კიევს წინაპირობები აქვს, რომლებიც ვლადიმერ პუტინის პოზიციას ეწინააღმდეგება. რას ამბობენ ლიდერები და როგორია რუსეთის პოზიცია.