შს მინისტრის მოადგილე - არანაირი რეპრესიები არ ხორციელდება, ჩხრეკისას არანაირი საპროცესო ნორმა არ დარღვეულა და თუ დაირღვა, გაასაჩივრონ, პოლიცია კი იმ რაოდენობით იყო მობილიზებული, რაც ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას სჭირდებოდა - Palitra News

შს მინისტრის მოადგილე - არანაირი რეპრესიები არ ხორციელდება, ჩხრეკისას არანაირი საპროცესო ნორმა არ დარღვეულა და თუ დაირღვა, გაასაჩივრონ, პოლიცია კი იმ რაოდენობით იყო მობილიზებული, რაც ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას სჭირდებოდა

2025-04-30 15:50:33+04:00

მოქალაქეების დაშინების მორიგი მცდელობა თუ საქართველოს უსაფრთხოების დაცვა? რა მიზანი ამოძრავებს საგამოძებო უწყებას, რომელმაც რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელისა და აქტივისტის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარა. პოლკიტიკური მხარეები საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამენ. პროკურატურამ ჩხრეკა მათ შორის საბოტაჟისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე დაიწყო.