“ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია "ფოტოგრაფების საქმეს" განიხილავს. კომისიის წევრები გიორგი აბდალაძეს უსმენენ. დღის წესრიგით ნათია გედენიძის და ირაკლი გედენიძის მოსმენაა გათვალისწინებული. 2011 წლის ივნისში ოთხი ფოტოგრაფი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ფოტოგრაფები რამდენიმე კვირიანი პატიმრობის შემდეგ, საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს. 2018 წელს კი სასამართლომ “ფოტოგრაფების საქმეზე“ გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გაამართლა.