გაიყინება თუ არა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და გადაიხედება თუ არა თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. – გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ოპოზიციურ სივრცეში აფასებენ. მათი თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესება “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში გარდაუვალია. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, მმართველი პარტიის ქმედებების გამო ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს. ოპოზიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას უჭერს მხარს.