ვინ გეგმავდა საქართველოში არეულობის მოწყობას - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიში ხელისუფლების ოპონენტებისთვის გაუგებარი და რეალობას მოკლებულია, ვინაიდან მათი თქმით, სუსი ვერ აკონკრეტებს ვინ იგულისხმება გარკვეულ პირთა ჯგუფში.. სუსის ანგარიშში ნათქვამია, რომ პირთა გარკვეული ჯგუფების მოქმედებები, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო, უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით იმართებოდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება მსგავსი განცხადებებით კრიტიკული ძალების დისკრედიტაციასა და საპროტესტო განწყობების ჩახშობას ცდილობს.