“ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია "ფოტოგრაფების საქმეს" განიხილავს - Palitra News

“ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია "ფოტოგრაფების საქმეს" განიხილავს

2025-04-30 09:21:36+04:00

“ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია "ფოტოგრაფების საქმეს" განიხილავს. კომისიის წევრები დღეს ნათია გედენიძეს, ირაკლი გედენიძეს და გიორგი აბდალაძეს მათი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით მოუსმენენ. 2011 წლის ივნისში ოთხი ფოტოგრაფი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ფოტოგრაფები რამდენიმეკვირიანი პატიმრობის შემდეგ, საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს. 2018 წელს კი სასამართლომ “ფოტოგრაფების საქმეზე“ გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გაამართლა. დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით უცვლელი განცხადებები ჟღერდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას პოლიტიკურ შოუს უწოდებენ.