„ქართული ოცნება“ ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება - როდის იგეგმება „ქართული ოცნების“ ყრილობის ჩატარება და რა ცვლილებებს გეგმავენ მმართველ პარტიაში? - Palitra News

„ქართული ოცნება“ ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება - როდის იგეგმება „ქართული ოცნების“ ყრილობის ჩატარება და რა ცვლილებებს გეგმავენ მმართველ პარტიაში?

2025-04-29 20:36:33+04:00

„ქართული ოცნება“ ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება – პროცედურის მიხედვით, ჯერ რეგიონული კონფერენციები უნდა ჩატარდეს, შემდეგ კი უნდა გაიმართოს პარტიის ყრილობა, რომელზეც თავმჯდომარეს აირჩევენ. „ქართული ოცნება“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში მცირე რეფორმასაც აანონსებს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე საქმიანობის გაგრძელებას კერძო სექტროში აპირებს. როდის იგეგმება „ქართული ოცნების“ ყრილობის ჩატარება და რა ცვლილებებს გეგმავენ მმართველ პარტიაში?