„ქართული ოცენბა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებენ. ამავდროულად, ოპოზიციაში მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ აქვთ. მათი ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას იქამდე არ განიხილავს, ვიდრე ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. უფრო კონკრეტულად, რა გეგმა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით?