მმართველი გუნდი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. ,,ქართული ოცნება’’ საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. ოპოზიციაში მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, ერთიანი პოზიცია არ არსებობს. მათი ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას იქამდე არ განიხილავს, ვიდრე ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა ჩანიშნული - რა გეგმა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით?!